უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვს საკმარის იარაღი, რომ კონტრშეტევა დაიწყოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისივე თქმით, კონტრშეტევა უკრაინას მისცემს იმ გამარჯვებას, რომელიც ქვეყანას ნატოში გასაწევრიანებლად სჭირდება.
როგორც კულებამ აღნიშნა, ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანება უკრაინისთვის მხოლოდ აქტიური საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
"ნატოს წევრობა ვერ შეაჩერებს ამ ომს, მაგრამ ნატოს წევრობა შეაჩერებს შემდგომ ომებს. ამიტომ საუკეთესო გზა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის იქამდე მისვლა, სადაც უკრაინა გახდება ნატოს წევრი", - განაცხადა კულებამ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press